კარგად მოგეხსენებათ, რომ პერსონალური კომპიუტერი (და არა მარტო პერსონალური) კომპლექსური მოწყობილობაა. როგორც მთლიანი ორგანიზმი ვერ იფუნქციონირებს რაიმე მნიშვნელოვანი ორგანოს გარეშე, ისე ვერ ჩაირთვება კომპი რაიმე მნიშვნელოვანი ნაწილის გარეშე. PC-ს ძირითადი კომპონენტებია:
CPU (ცენტრალური გამოთვლების ერთეული/პროცესორი)
MotherBoard (MOBO/მაზერბორდი/დედაბარათი/"დედაპლატა")
RAM (Random Access Memory/ოპერატიული მეხსიერება)
GPU (Graphics processing unit/ვიდეო ბარათი/"ვიდეო კარტა")
HDD (Hard disk drive/მყარი დისკი/"ვინჩესტერი")
PSU (Power Supply Unit/კვების ბლოკი/დენის წყარო)
რა თქმა უნდა თითოეულ მათგანს ერთად განვიხილავთ მოგვიანებით, ამ სტატიაში კი მინდა პროცესორით დავიწყოთ...
დღესდღეისობით შეგვიძლია ვთქვათ რომ პროცესორმა განვითარების დიდი გზა განვლო. რამდენიმე კილოჰერცებით და ტრანზისტორების სასაცილო რაოდენობით დაწყებული 3.9GHZ-მდე დამთავრებული და მილიარდობით ტრანზისტორებით დამთავრებული დღესაც ჩქარი ტემპით მიიწევს წინ. Actually პროცესორის ისტორიის მოყოლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ მის ძირითად მახასიათებლებს და აგებულებას დავუბრუნდეთ:
პროცესორი მზადდება არც მეტი, არც ნაკლები ქვიშისგან! მისი დამზადება სწორედ სილიციუმის კრისტალებისგან ხდება.
მის აგებულებას უფრო რომ არ ჩავუღრმავდეთ მოდით ვნახოთ რა მახასიათებლები აქვს CPU–ს:
მის აგებულებას უფრო რომ არ ჩავუღრმავდეთ მოდით ვნახოთ რა მახასიათებლები აქვს CPU–ს:
მაგალითისთვის განვიხილოთ კომპანია "ინტელის" მეოთხე თაობის I7 პროცესორი პროგრამით CPU-Z, რომელიც თქვენი პროცესორის მონაცემებს გაწვდით Real-Time რეჟიმში.
1. პროცესორის დასახელება
2. არქიტექტურა, ანუ როგორი მეთოდით მზადდება პროცესორი. არქიტექტურა განსაზღვრავს თუ რა გზას გაივლის ბრძანებები,მონაცემები პროცესორში და თუ როგორ და რა თანმიმდევრობით ხდება მათი შეყვანა, შესრულება და გამოყვანა.
3. სოკეტი.
სოკეტი არის პროცესორის „ბუდე“ სადაც ის თავსდება.რათქმაუნდა სოკეტის სხვადასხვა და უნიკალური(პროცესორების ყველა სერიისთვის საკუთარი) სერიები გამოდის და ნელნელა იხვეწება(გამტარობით,კომპაქტურობით და ა.შ.) შემდეგი სურათი სწორედ სოკეტს ასახავს:
4. პროცესორის ბირთვების ძაბვა(ცვლადი)
5. სრული სახელი თავისი ქარხნული სიხშირით (პროცესორის სისრაფე დღესდღეისობით გიგაჰერცებში იზომება (რაც უფრო მეტია სიხშირე მით უფრო სრაფია ცპუ))
სურათზე ნათლად ჩანს მაგალითისთვის მოყვანილი პროცესორის სტრუქტურაში, რომ მას 4 ბირთვი აქვს. ბირთვის ფაქტიურად არის პარალელური გამომთვლელები რომელებიც ერთმანეთს ეხმარებიან მოცემული დავალების შესრულებაში. ინტელის მიერ შემუშავებული საინტერესო ტექნოლოგიაა Hyper-threading ანუ ნაკადების ტექნოლოგია,ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პროცესორს აქვს ფიზიკური 4 ბირთვი, ამ ტექნოლოგიის წყალობით CPU თითქმის 8 ბირთვის ძალით მუშაობს. იდეა იმაშია, რომ ამ დროს ერთი ბირთვი თითქმის ისე მუშაობს როგორც ორი.
4. პროცესორის ბირთვების ძაბვა(ცვლადი)
5. სრული სახელი თავისი ქარხნული სიხშირით (პროცესორის სისრაფე დღესდღეისობით გიგაჰერცებში იზომება (რაც უფრო მეტია სიხშირე მით უფრო სრაფია ცპუ))
6. ბირთვების სიხშირე. ანუ ძირითადი სიხშირე პროცესორში(ცვლადი რეალთაიმში)
7. მამრავლი. მისი რაოდენობის ქარხნულისაზე მეტის მითითება შესაძლებელია მხოლოდ ინტელის K სერიის პროცესორებში, როგორიც სურათზეა მოცემული. საერთოდ პროცესორის სიხშირის ცვალებადობა ასე მუშაობს: პროცესორს აქვს აღებული რაღაც საწყისი/საბაზისო სიხშირე(ძირითადად 100MHZ) 7.1. და ამ სიხშირეს ამრავლებს მამრავლზე. გააჩნია პროცესორს, ვთქვათ ამ მოცემულ CPU-ს აქვს 39 მამრავლი, რომელსაც ამრავლებს Bus Speed-ზე(7.1).გამოდის ასეთი რამე: პროცესორმა აიღო 35 მამრავლი და გაამრავლა Bus Speed-ზე,ჩვენ მივიღებთ 35x100=3500MHZ–ს ანუ 3.5GHZ-ს. (39 იმიტომ წერია სურათში რომ ამ კონკრეტულ პროცესორს ტურბო რეჟიმიც აქვს და 3.9–მდე ადის)მამრავლს CPU ყოველ წამში ცვლის საჭროების მიხედვით.
7.1. საწყისი/საბაზისო სიხშირე. ამაზე მრავლდება მამრავლი (7.) და საბოლოოდ ვღებულობთ ბირთვების სიხშირეს(6.)
8. ბირთვების და ნაკადების რაოდენობა. დიდი ხანია რაც ინტელმა და AMD–მ (ინტელის ერთადერთი კონკურენტი კომპანია პროცესორების წარმოებაში) მრავალბირთვიანი პროცესორები შემოიღეს.
სურათზე ნათლად ჩანს მაგალითისთვის მოყვანილი პროცესორის სტრუქტურაში, რომ მას 4 ბირთვი აქვს. ბირთვის ფაქტიურად არის პარალელური გამომთვლელები რომელებიც ერთმანეთს ეხმარებიან მოცემული დავალების შესრულებაში. ინტელის მიერ შემუშავებული საინტერესო ტექნოლოგიაა Hyper-threading ანუ ნაკადების ტექნოლოგია,ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პროცესორს აქვს ფიზიკური 4 ბირთვი, ამ ტექნოლოგიის წყალობით CPU თითქმის 8 ბირთვის ძალით მუშაობს. იდეა იმაშია, რომ ამ დროს ერთი ბირთვი თითქმის ისე მუშაობს როგორც ორი.
და ბოლოს თვითონ პროცესორი :D
დღეისათვის სულ ეს იყო,პატივისცემით Yugwen Utherellus Forstand...